ბიუჯეტი

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორასი მილიონ ექვსასი ათასი ლარით იზრდება

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორასი მილიონ ექვსასი ათასი ლარით იზრდება.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა. აღნიშნული პროექტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განცხადებით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების საფასურიდან მიღებულმა შემოსავალმა განაპირობა, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილმა დამატებითმა გრანტებმა სხვადასხვა სფეროში წარმატებულად გატარებული რეფორმების დასაფინანსებლად.

ხუროშვილის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება კახეთისა და იმერეთის რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას, ასევე დაფინანსდება საშემოდგომოდ რთველთან დაკავშირებული სამუშაოები. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, აგრეთვე, იზრდება ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიამ საქართველოში დაგეგმილი მომავალი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევრო გამოყო.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სულ ხარჯები 139,5 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

კომენტარები