ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ლონდონი 2012: კიდევ ორი ლიცენცია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა დღეს ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვა: რევაზ ლაშხმა (60კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (84კგ) ლონდონში ასპარეზობა გაინაღდეს.

ბეგი დარჩიას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, საერთაშორისო ტურნირზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა: ლაშხმა პირველი ადგილი დაიკავა, გეგეშიძე კი მხოლოდ ფინალში დამარცხდა.

დღესვე გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს 55კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ ეყოლება: ჰელსინკში ქემალ ხარაბაძე მეოთხედფინალში დამარცხდა და მთავარ მიზანს - ლონდონის ლიცენზიას ვერ შეწვდა.

კომენტარები