ქართული ოცნება

ქართული ოცნება მანიფესტაციას 27 მაისს გამართავს

კოალიცია ქართული ოცნება მერიის შემოთავაზებას დათანხმდება და მანიფესტაციას 27 მაისს გამართავს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სააგენტო interpressnews-ს განუცხადა.

"მერიამ გვირჩია, რომ 26-ში არაფერი გავაკეთოთ, რადგან ქალაქში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩვენ ამ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რადგან არც ჩვენს ინტერესშია, ხელი შევუშალოთ რამეს. თუ გზები გადაკეტილი იქნება, არც ჩვენი აქცია გამოვა კარგი, სადაც არ უნდა ჩატარდეს ის. აქედან გამომდინარე, რასაც ჩავატარებთ, ჩავატარებთ 27-ში", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

დღეს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას მანიფესტაციის ჩატარება 27 მაისს შეეძლება.

კოალიციამ 26-27 მაისს აქციების ჩატარების შესახებ განცხადება 27 აპრილს გააკეთა. 

კომენტარები