თბილისის ტრანსპორტი

მიკროავტობუსები ცენტრალურ გამზირებზე იმოძრავებენ

დღეიდან თბილისის ცენტრალურ გამზირებზე მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა. რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მიკროავტობუსები ტრამვაის ხაზის ამუშავებამდე იმოძრავებენ.

თბილისის მერიის საქალაქო ტრანსაპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის ამუშავების შემდეგ, თბილისი მერია სამარშუტო ტაქსების განრიგსა და მიმართულებებს თავიდან გადახედავს.

დღეიდან ყვითელ სამარშუტო ტაქსებში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება და მათი რიცხვი არაუმეტეს 5 ადამიანით იქნება გასაზღვრული. ამასთანავე, ტრანსპორტის ქაოტური მოძრაობის თავიდან ასაცილებლად, სამარშუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერდებიან.

 

კომენტარები