თბილისის ტრანსპორტი

მიკროავტობუსის მძღოლები გაფიცვას გააგრძელებენ

თბილისის ყვითელი მიკროვატობუსის მძღოლები გაფიცვას გააგრძელებენ. გავრცელებული ცნობებით, "თბილისის მიკროავტობუსმა" მძღოლებს შესთავაზა, ჩატარდეს ერთთვიანი მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც დადგინდება დღიური გადასახადის ნორმა. მძღოლებს შემოთავაზება არ აკმაყოფილებთ და აცხადებენ, რომ ჯერ უნდა მოხდეს გეგმის შემცირება და ამის შემდეგ დაიწყოს მონიტორინგი და დადგინდეს ზუსტი ფასი. 

"თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები მძღოლების სხვა მოთხოვნებსაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, მძღოლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილით შეარჩიონ პროფილაქტიკა მანქანის შეკეთებისთვის. თბილიის მერიას ასევე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინდმეწარმის გადასახადი 10 ლარი იქნება. ეს პირობები მძღოლებისთვის მისაღებია.

მძღოლები ხვალ "თბილისის მიკროავტობუსში" ფინანსური შემოწმების მოთხოვნით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. 

 

კომენტარები