ტერაქტი

შსს-მ ზუგდიდში ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პირი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებული და გაუვნებელყოფილია შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ.

ასაფეთქებელი მოწყობილობა დღეს ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან აღმოაჩინეს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

შეგახსენებთ, 2010 წლის ბოლოს დასავლეთ საქართველოსა  და თბილისში,  ტერაქტების სერია განხორციელდა. დანაშაულებებში ეჭვნმიტანილები 2011 წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი გალის რაიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების დავალებას ასრულებდნენ.  როგორც მოგვიანებით საქართველსო პრეზიდენტმა განაცხადა, ტერაქტები საქართველოში, რომლებიც რუსეთიდან იგეგმებოდა, აშშ-ს ოფიციალური პირების მოსკოვზე ზეწოლის შედეგად შეწყდა.  

 

 

კომენტარები