ივანიშვილი პოლიტიკაში

„მე-9 არხი“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ დღეს 21:00 საათზე საცდელ მაუწყებლობას დაიწყებს. ამის შესახებ სააგენტო news.ge იუწყება.

არხის დირექტორის კახა ბექაურის განცხადებით, ეთერს ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი საინფორმაციო გამოშვებით "ახალი ცხრაზე" გახსნის, 22:00 საათზე კი გოგი ახალკაცის თოქ-შოუ "ახალკაცის მატრიცა" გავა. ბექაურის თქმით, 23:00 საათზე ეთერს შალვა რამიშვილის სტუდიის მიერ მომზადებული ანიმაციური ფორმატის პოლიტიკური სატირა დაიკავებს.

სააგენტოს ინფორმაციით, „მეცხრე არხზე“ 15 და 18 საათებზე ყოველდღე საინფორმაციო გამოშვება გავა, რომელსაც ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს.

ბექაურის განცხადებით, საცდელი მაუწყებლობის დროს ეთერში მხოლოდ აღნიშნული პროგრამები და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები გავა, ზაფხულის განმავლობაში კი სატელევიზიო ბადე სრულად დაიტვირთება.

კომენტარები