უმაღლესი განათლება

პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც პირველ კურსს წარმატებით დახურავენ და სახელმწიფო დაფინანსება არ აქვთ, შანსი მიეცეთ, ეს დაფინანსება მოიპოვონ. ამ საკითხზე პრეზიდენტმა დღეს სასტუმრო რედისონში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნისას ისაუბრა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება სტუდენტებს სამართლიანი კონკურენციის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ისედაც შეუძლიათ.  ახალი ინიციატივა კი იმ სტუდენტებზე იქნება მიმართული, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარება. თუმცა, შემდგომში ძალიან კარგად სწავლობენ და 4 წლის განმავლობაში მაინც იხდიან სწავლის საფასურს.

პრეზიდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს მიმართა, რომ შეიმუშავონ შესაბამისი პროგრამა.

 

კომენტარები