გათამაშება

ჩეკების გათამაშებაში პრიზის სახით 200 ათას ლარამდე გაიცა

შემოსავლების სამსახურმა ჩეკების გათამაშებაში 8 დღის განმავლობაში პრიზის სახით 200 ათასი ლარი გასცა. გათამაშების შედეგად 10 ათასამდე გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი 10 000 ლარიანი პრიზი გათამაშების დაწყებიდან 1 კვირაში 25 აპრილს გათამაშდა, გამარჯვებული ნატახტარში მცხოვრები მაია ირიაულია, მან თანხა 3 ლარიანი ჩეკით მოიგო.

ჩეკების გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება ნებისმიერ დროს „ლიბერთი ბანკის", „კორსტანდარტ ბანკის", „ბაზისბანკსა" და „პრივატბანკის" ფილიალებშია შესაძლებელი. 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებები სრულად გაიცემა და გადასახადს შემოსავლების სამსახური დაფარავს.

ჩეკების გათამაშება 18 აპრილს დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყოველდღიურად ინტერნეტით, მობილურით და სწრაფი მომსახურების აპარატით 1.5 მილიონი ჩეკის გადამოწმება ხდება.

 

კომენტარები