რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მედვედევი: მზად ვართ ურთიერთობებისთვის საქართველოს ნებისმიერ სხვა ლიდერთან

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პასუხი გასცა შეკითხვას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის  ურთიერთობებთან დაკავშირებით და სცადა კიდევ ერთხელ გაემიჯნა ერთმანეთისგან საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი.

”ქართველი ხალხი ჩვენთვის ძვირფასია.”- თქვა მედვედევმა და დასძინა: ” სააკაშვილი კი ცარიელი ადგილია, ნოლია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური არენიდან წავა. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც იქ მოვა, მზად ვართ განვაახლოთ დიპლომატიური ურთიერთობები და წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც საქართველოში იქნებიან მზად.”

მედვედევმა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე მალე პუტინი ოფიციალურად შეცვლის თქვა ისიც, რომ რუს ხალხას არა აქვს ანტიპათია საქართველოს მიმართ, ” ამაში დარწმუნებული ვარ, პირიქით, საქართველო ახლობელი ქვეყნაა, ქართველი ხალხი კი ჩვენთვის ძვირფასია. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, ეს ხალხი ჩვენ არა ერთხელ გადაგვირჩენია.”- განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

 

კომენტარები