რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

კაპანაძე: დარწმუნებული ვარ სოხუმის გადაწყვეტილება მომდინარეობს მოსკოვიდან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, კერძოდ: გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა გამოხატეს წუხილი 24 აპრილს გალში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რაეგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო, ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა. მისივე ცნობით, საკუთარ განცხადებაში თანათავმჯდომარეეებმა ხაზი გაუსვეს ხსენებული მექანიზმის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი პრეცედენტის დანერგვა, რომელიც, შესაძლოა, მიმართული იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესის წინააღმდეგ.

„მოსკოვი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების გამართავს.“- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ გალში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლასთან დაკავშირებით, აგრეთვე აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ღია უნდობლობისა გამოხატვასა და მისიის ხელმძღვანელის აფხაზეთში „არასასურევლ პირად“ გამოცხადებაზე.

"დარწმუნებული ვარ სოხუმის გადაწყვეტილება მომდინარეობს მოსკოვიდან.“- განაცხადა კაპანაძემ. ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ თბილისში გაკეთებულმა „უპასუხისმგებლო“ განცხადებამ, შეიძლება ხელი შეუშალოს დიალოგის და მოლაპარაკებების პროცესს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება „ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევრპოკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს და რეალურად ძირს უთხრის მოლაპარაკებებს.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთში „არასასურველ პირად“ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მეთაურობით ევროკავშირის მისია ”არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ განახორციელოს მიუმხრობელი მონიტორინგი და მისცეს ობიექტური შეფასება პროცესებს, რომლებიც ემუქრება უსაფრთხოების უზრუნველყოფას.”

სოხუმში განაცხადეს, რომ ტიშკევიჩმა ”უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის პროცესი.” სამეგრელოში ”არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების” შექმნაში კი საქართველოს ხელისუფლება“ თავისუფალი-დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადანაშაულა.

 

კომენტარები