კონტროლის პალატა

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აგრძელებს მოქალაქეებთან გასაუბრებას

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გასაუბრებაზე ამჯერად ის მოქალაქეები  დაიბარეს, რომელთაც განახორციელეს ფულადი შემოწირულობები პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის.”

კონტროლის პალატის განცხადებით,  არსებობს  ოფიციალური ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირებს არ გააჩნიათ შესაბამისი შემოსავალი და ქონება და არსებობს დასაბუთებული შეკითხვები მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით.

”კონტროლის პალატაში მოქალაქეების გასაუბრებაზე მოწვევის მიზანია მათ მიერ განხორციელებული შემოწიროლობების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და განხორციელებული შემოწირულობების კანონიერების დადგენა.”- განმარტავს კონტროლის პალატა.

 

კომენტარები