ნაბუკო

უნგრეთის ლიდერი: ნაბუკო საფრთხეშია

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნაბუკოს მილსადენი, პროექტი, რომელსაც ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა შეემცირებინა, საფრთხშია და უნგრული კომპანია MOL პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ნაბუკოს პრესსპიკერის, ქრისტიან დოლეზალის განცხადებით MOL-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და შესაბამისად პროექტის მონაწილედ რჩება. MOL-თან ერთად, პროექტში მონაწილოებენ  გერმანული კომპანია RWE და ავსტრიული ნავთობკომპანია OMV.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ნაბუკოს ნაცვლად სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს პროექტის რუსული ალტერნატივა, სამხრეთის ნაკადი. ”რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები ხდებიან,” განაცხადა პრემიერ მინისტრმა და შესაბამისად  ”წმინდა ეკონომიკური გათვლების გამო” უნგრეთისთვის უფრო მომგებიანი სამხრეთ ნაკადში ჩართვა იყო.

თუმცა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, უნგრეთს მოუწევს მეზობელი ქვეყნებთან, სლოვაკეთთან, ხორვატიასთან და იტალიასთან ერთად სხვა მილების შექმნაც, თქვა ორბანმა.

ნაბუკოს მილსადენით კასპიის ზღვის რეგიონიდან გაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას უნდა მისწოდებოდა. პროექტი განსაკუთრებით აქტუალური 2006 წელს გახდა, როცა რუსეთმა უკრაინას და ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 2007 წელს რუსულმა კომპანია Газпром-მა და იტალიურმა ENI-მ ნაბუკოს სამხრეთ ნაკადის პროექტი შექმნეს, რომელიც რუსეთისა და შემდეგ შავი ზღვის გავლით გაზს ევროპას მიაწოდებს. 

კომენტარები