ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართულ ოცნებაში ეროვნული ფორუმის ლიდერებთან დაპირისპირებას უარყოფენ

 

"ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე პირადი მიზეზებით არ ესწრებოდნენ და უარყო მათსა  ”ქართული ოცნების” ლიდერებს შორის რაიმე  ტიპის  დაპირისპირება.

"დაბეჭდილი მოსაწვევები არ არსებობდა. სტუმრები დაპატიჟებულნი იყვნენ მხოლოდ სიტყვიერად. ყრილობაზე მიწვეული იყო კოალიციის ყველა ლიდერი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა: "ყრილობის წინა დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კახა შარტავამ თქვა, რომ კონკრეტულად ყრილობის დღეს მოსვლას ვერ მოახერხებდა. იგივე შეიძლება ითქვას გუბაზ სანიკიძეზეც. ალბათ, ფიზიკურად არ შეეძლოთ მოსვლა. მიზეზს არავინ ჩასძიებია, რადგან ეჭვი არ გვეპარება, რომ ყრილობაზე დასწრება ყველას სურდა."

ივანიშვილის ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა 21 აპრილს გაიმართა.  პარტიის თავმჯდომარედ დროებით მანანა კობახიძე აირჩიეს, ის ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. 

 

კომენტარები