რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

ლავროვმა გამოხატა მორიგი შეშფოთება ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის გამო

რუსეთს აშფოთებს ის, რომ ”ნატოელი პარტნიორები” საქართველოს უწინდებურად ნატოს წევრობის  კანდიდატ ქვეყნად განიხილავენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვებით: ”ეგრეთ წოდებულ ასპირანტად.”

რუსეთის შეშფოთება დღეს, სწორედ, ლავროვმა გამოხატა, რომელმაც ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 “პარტნიორები საქართველოს დოკუმენტებში მოიხსენიებენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას, რაც მოსკოვის გაოგნებას იწვევს, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რემილიტარიზაციის პროცესი წინ  სწრაფად მიდის."-  განაცხადა ლავროვმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისი თქმით,  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში თავისი ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ მიაღწია საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების განახლებას და მიიღო დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ” როგორც მე მესმის  ეს საერთო ჯამში ინტერპრეტაციაა, თუმცა იწვევს ჩვენს შეშფოთებას,”-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ის, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი ჩაიწერა ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, მაშინ როცა საქართველოს უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ბრუსელში, სერგეი ლავროვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება: ” რუსეთს ეს ყველაფერი აწუხებს, რამდენადაც მას არ ასურს მორიგი დესტაბილიზაია სამხრეთ კავკასიაში ერთი ავანტიურისტი ადამიანის გამო.”

"ერთი მხრივ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი ქვეყნის გზა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ დაჩქარდეს, მეორე მხრივ - არსებობს სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს არც ჩვენ ტერიტორიეულ მთლიანობას, არც დამოუკიდებლობას და არც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. რაც ყველზე მნიშვნელოვანია, არ ცნობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, ავირჩიოთ თვითონ ის ორგანიზაციები, ის ალიანსები და ის კავშირები, რომელშიც გვინდა გაწევრიანება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ.

 

კომენტარები