NATO

მინისტრები ბრიუსელში ჩიკაგოს სამიტის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ

NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის წევრები ე. წ. „ჭკვიანური თავცდაცვის“ (Smart Defence) ინიციატივას დაამტკიცებენ. რომელიც ალიანსს საშუალება მისცემს გაზარდოს თავდაცვის ეფექტიანობა ეკონომიისა და დაფინანსების შეზღუდვის პირობებში. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ბრიუსელში NATO-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტზე დამტკიცდება NATO-ს წევრებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესების ღონისძიებების პაკეტი. გარდა ამისა, გენერალური მდივნის თქმით, სამიტის მონაწილეებმა უნდა მიაღწიონ პრინციპულ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ეროვნულ დონეზე თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით ნატო-ს მხრიდან დასტური დასჭირდება.

ბრიუსელში NATO -ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი მიზანი 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ალიანსის სამიტის მომზადებაა. ხვალ ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. NATO-ს წევრები და ალიანსის პარტნიორები ISAF-ის მისიის ფარგლებში იმსჯელებენ ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობის ქვეყნის ხელისუფლებისათვის გადაბარებისა და 2014 წლამდე ავღანეთის მისიის დასრულებისთვის მზადების შესახებ. ამავე დროს, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგაც დაეხმარება.

ხვალ ბრიუსელში ასევე გაიმართება რუსეთი-ნატო-ს საბჭოს სხდომა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

 

კომენტარები