საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებას.
17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ „აღნიშნული ფაქტი განაპირობებს ბელარუსის ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგის განახლებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მისი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და შემდგომ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს“.
მინსკში, პატიმრობიდან 15 აპრილს გაათავისუფლეს ანდრეი სანიკოვი და დმიტრი ბონდარენკო 15 აპრილს გაათავისუფლა. ისინი 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრეს. ანდრე სანიკოვი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.




