ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესული განაცხადებიდან შეირჩა 43 კანდიდატი და გამოცხადდა „მოკლე სია“, რომლის შემადგენლობაშიც შედის: 25 ავტორი (ნატო დავითაშვილი, თეა ლომაძე, თამრი ფხაკაძე, მაკა მიქელაძე, დოდო ხიმშიაშვილი, მარიამ წიკლაური, ვასილ გულეური, მარინა გიგოლაშვილი, გივი ჩიღვინაძე, ლელა ცუცქირიძე, თეა თოფურია, მიხეილ ანთაძე, ზაზა აბზიანიძე, ირმა მალაციძე, გურამ პეტრიაშვილი, გუგული ტოგონიძე, ნინო ბეზარაშვილი, ქეთევან ჭილაშვილი, ნუნუ კერესელიძე, მზია ჩხეტიანი, ლალი ჯაფარიძე, ბონდო მაცაბერიძე, ტარიელ ხავთასი, ლიდა სტვილია, მანანა რომელაშვილი), 3 ავტორ-ილუსტრატორი (ნიკოლოზ მუმლაძე, სანდრო ასათიანი, ოლესია თავაძე), 12 ილუსტრატორი (სოფიკო კინწურაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ნანა სამანიშვილი, თინა ჩხიკვიშვილი, ნანული ბურდული (პოლონეთი), გიორგი ლაფაური, გიორგი ჩაჩანიძე, თაზო ხუციშვილი, ზალიკო სულაკაური, ია გოგოლაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, ლერი ფავლენიშვილი), 1 მთხრობელი (ელდინო საღარაძე), 2 ორგანიზაცია („ქართული გაზეთი - გეორგიანი ეფემერიდა“ (საბერძნეთი), საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“);
ზემოთ ჩამოთვლილთაგან 2 საუკეთესოს გამოავლენს ჟიური, რომლის თავმჯდომარეა დავით გაბუნია, ხოლო წევრები: მირიან ხოსიტაშვილი, გიორგი კილაძე, გიორგი საბანაძე, ლევან თაქთაქიშვილი, მერაბ ვეკუა, ნინო ტეფნაძე, ლიკა ქარდავა, მარიამ ქობელაშვილი, ემზარ ჯგერენაია, ვოვა კიკილაშვილი, ლაშა გველესიანი, თენგიზ მოდუ, ელიკო თურქაძე, ქეთი გზირიშვილი.
ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მფლობელის ვინაობა საქვეყნოდ ცხადდება საბავშვო წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც იტალიის ქალაქ ბოლონიაში ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი ღონისძიება 19 – 22 მარტს ჩატარდა. მას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების უფროსი გიორგი საბანაძე ესწრებოდნენ. მათ „მოკლე სიის“ გამოცხადებამდე გავესაუბრეთ.
ემზარ ჯგერენაია: - ბოლონიის საბავშვო წიგნის გამოფენაზე წარმოდგენილია გამოცემები მთელი მსოფლიოდან. ვნახეთ, მაგალითად: ავსტრალიური, ინდონეზიური, ირანული, სამხრეთ ამერიკული გამოცემები. ასევე, ჩენი უახლოესი მეზობლების - რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის პროდიქცია. იქ შეიძლება ნახო თუ რა ხდება საბავშვო წიგნის განვითარების მიმართულებით, როგორ ესმით საერთოდ საბავშვო წიგნი თანამედროვე ეპოქაში და ა.შ. იმდენად მრავალფეროვანი გამოფენაა, რომ მისი დათვალიერებისას რამე ახალი იდეა შეიძლება გაგიჩნდეს... ბოლონიაში ვნახეთ ქართველი გამომცემლები, თამარ ლებანიზე და ბაკურ სულაკაური, რომლებსაც შევხვდით და ვესაუბრეთ. რამდენიმე ღონისძიებას სწორედ მათთან ერთად დავესწარით.
გამოფენის ფარგლებში ასტრიდ ლინდგრენის ფონდი ტრადიციულად გასცემს პრემიას, რომლის მიღების შანსი ამიერიდან ქართველებსაც მიეცემათ. სწორედ ამისთვის ჩავედით ბოლონიაში, შევხვდით ფონდის ხელმძღვანელ ელენ სიგებორგს, რომელიც სასაიმოვნო ქალბატონი აღმოჩნდა. იგი კარგად იცნობს საქართველოს, თბილისში რამდენჯერმეა ნამყოფი. მას ძალიან გაუხარდა ჩვენთან შეხვედრა და აღფრთოვანდა ასტრიდ ლინდგრენის ზაალ სულაკაურის მიერ შესრულებული კარიკატურით, რომელიც საჩუქრად გადავეცით.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას პრემიაზე ყოველწლიურად ორი ქართველი ავტორის და ორი ოცხოეთში მოღვაწე საქართველოს მოქალაქის წარდგენა შეუძლია. ამასთან, საქმე ეხება არა მარტო წიგნებს, არამედ წიგნების ილუსტრატორებს, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეიქმნას, რამდენადაც მათ ნამუშევრებს თარგმანი არ სჭირდება, რასაც
გიორგი საბანაძე: - თავიდანვე დავაზუსტებ, რომ ასტრიდ ლინდგრენის პრემია შეიძლება აიღოს: მწერალმა, ილუსტრატორმა, მთხრობელმა ან რომელიმე ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს; ამასთან, ავტორი, რომელსაც პრემიაზე წარადგენენ, უნდა იყოს ცოცხალი, თანამედროვე...
-მწერლები და ილუსტრატორების გასაგებია, მაგრამ არსებობენ თუ არა საქართველოში ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებაზე ზრუნავენ?
ემზარ ჯგერენაია: - ასეთი ორგანიზაციების არსებობა აუცილებელია და რაღაც მცდელობებიც არის, იგივე ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან, რომელიც აღნიშნული მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს მიმართავს, რაც, ვფქრობ, საკმარისი არ არის და ჯერჯერობით რომელიმე ორგანიზაციის პრემიაზე წარდგენა გაგვიჭირდება.
აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებულს გადაეცემა საკმაოდ სოლიდური თანხა, დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო, რაც საკმაოდ მიმზიდველია . . . და საერთოდ, ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ქართველი ავტორის წარდგენა და გამარჯვება არის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი გზა და საშუალება იმისა, რომ ჩვენ, როგორც კულტურული ერი, ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდეთ. ასეთი მნიშვნელობის პრემიები, სამწუხაროდ, არც ერთ ქართველ მწერალს არ მიუღია... და როდესაც ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიელი მწერალი გუს კუიჯერი გამოაცხადა, ყურადღება გაამახვილა ღირებულებებზე, რომლებსაც ის ბავშვებში ამკვიდრებს. თვითონ ასტრიდ ლინდგრენის ფონდი დგას ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა მაგალითად: ტოლერანტობა ბავშვების მიმართ, ზრუნვა ბავშვებზე, ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება საზოგადოებაში და ა.შ.
-ასეთი პრემიისთვის კანდიდატების შერჩევა იოლი არ უნდა იყოს და როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა - ენის ბარიერი თუ მხატვრული ხარისხი?