რუსეთის საგარეო პოლიტიკა

ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე რუსეთი დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას გეგმავს

რუსეთის სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები ელიან, რომ ირანზე თავდასხმა ზაფხულამდე განხორციელდება. ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე უცხოური პუბლიკაცია ავრცელებს ცნობას იმის თაობაზე, რომ კრემლს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გადავიდეს რუსეთის შეიარაღებული ძალები  საქართველოს გავლით სომხეთში, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ესაზღვრება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ ოზეროვმა დაადასტურა, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო შტაბს მართლაც აქვს მომზადებული სამოქმედო გეგმა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი როგოზინი კი აცხადებს, რომ ირანის ჩართვას სამხედრო მოქმედებებში რუსეთი "პირდაპირ საფრთხედ"  განიხილავს.

სამხედრო მაღალჩინოსნებზე დარყდნობით Business Insider-ი იტყობინება, რომ სომხეთში დამატებითი  ძალების  გადასროლით, კრემლი რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვის გარდა, თავდასხმის შემთხვევაში თეირანის დახმარებასაც შეეცდება.  იგივე წყარო იტყობინება, რომ რუსეთი ამგვარი თავდასხმისთვის მზადებას 2 წლის წინ შეუდგა, როდესაც მთლიანად განახლდა გუიმრის სამხედრო ბაზა სომხეთში.

გუიმრის ბაზას ამჟამად რუსეთი მხოლოდ საჰაერო სივრციდან ამარაგებს. ირანზე თავდასხმის შემთხვევაში კი საჭირო გადება ბაზასთან სახმელეთო დერეფნით დაკავშირება.  "სავარაუდოდ, საჭირო გახდება ძალის გამოყენება, რათა გავარღვიოთ საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადა და შევქმნათ სატრანსპორტო დერეფნები სომხეთის მიმართულებით," - გასულ თვეში განაცხადა საქართველოსთვის კარგად ნაცნობმა გენერალმა, იური ნეტკაჩოვმა.  

კომენტარები