რუსეთის საგარეო პოლიტიკა

მედვედევი : რუსეთი არ დაუშვებს გაერომ ცალმხრივად შემოიღოს სანქციები რეჟიმების შესაცვლელად

 რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ის არ დაუშვებს გაეროს უშიშროების საბჭომ   ცალმხრივად შემოიღოს სანქციები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში რეჟიმების შესაცვლელად.  ტელეკომპანია ” რუსეთი 24” -ის ინფორმაციით  ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.   ტელეკომპანიის ცნობით მედვედევმა აღნიშნა, რომ  რუსეთი მომავალშიც შეეწინააღმდეგება  გაეროს მხრიდან რეჟიმების შეცვლის ლეგიტიმიზაციის მცდელობას.   ახლახან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და მასთან ერთად ჩინეთი იმის გამო, რომ მათ ვეტოს უფლების გამოყენებით  ჩააგდეს გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება.

კომენტარები