რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

კარასინი: უადგილოა ხმაური კავკაზ-2012-ის გარშემო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთ-ერთი რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო რუსეთის მიერ 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას ” და თქვა, რომ ჟენევის დისკუსიაზე რუსეთის დელეგაციამ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია ”კავკაზ 2012”-თან დაკავშირებით.

"რუსეთის შეიარაღებული ძალების ანალოგიური სამეთაურეო–საშტაბო სწავლებები რეგულარულად იმართება რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში,“ – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ სწავლებაში არ იგეგმება საზღვარგარეთ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტების ან სამხედრო ბაზების, ასევე უცხოური სახელმწიფოების სამხედროების მონაწილეობა. ”ამიტომ, ხმაურის ატეხვა სრულიად უადგილოა. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთხელაა მიმართული საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ამოცანების შესრულებისკენ.”- თქვა მან.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაშუი ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მომავალი შემოდგომისთვის დიდი სამხედრო სწავლების დაგეგმვას და თქვა, რომ ”არ არის შემთხვევითი” სწავლების დანიშვნა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ.

ხსენებულ ინტერვიუში კარასინმა გააკრიტიკა საქართველოს და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მიერ ტერმინის ” ოკუპირებული რეგიონების” გამოყენება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ. კარასინის სიტყვებით: ” ეს შურაცხმყოფელია რესპუბლიკების მოსახლეობისთვის” და განსახილველი საკითხია ჟენევის ფორმატით ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე.

 

 

კომენტარები