ევროკავშირსა და ეუთო-ს საქართველოში სადამკვირვებლო მისიების მოვლინების შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა - ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.”
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა მედია მონიტორინგის პროექტი დააფინანსოს, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული მედია-მონიტორინგის პროექტისა.
"საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით ეწვიონ, რაც შეიძლება, სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს დააკვირდნენ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში.”- აღნიშნულია საგარეი საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
”ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მაქსიმალურად თავისუფალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება კონკურენტულ გარემოში", - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩნა ჯონ ბასმა.
სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა გამოთქვა მოლოდინი, რომ აშშ-ის მთავრობა მოავლეს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და დასძინა: "ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას საელჩოს პლატფორმის საშუალებით ამ არჩევნებზე დაკვირვებაში. ჩვენ იმედს გვაძლევს საქართველოს მთავრობის ინიციატივები და ინტერესი, რომელიც ეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დამკვირვებლების გამოგზავნის სურვილს. მე იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებს ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებიც."




