ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 აპრილს დაფუძნდება მისი პარტია და ამ პარტიის დაარსებიდან მალევე ჩამოყალიბდება პოლიტიკური ბლოკიც. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიას აყალიბებეს როგორც საქართველოს მოქალაქე.
"პროცესი თავისი გზით მიდის. გპირდებით, ისევე როგორც ნებიერად მოვიდა გაზაფხული, ასევე ნებიერად დადგება შემოდგომა და გპირდებით, რომ ის იქნება ძალიან უხვმოსავლიანი. ქართველები ლაღად მივლენ არჩევნებზე და დააფქისირებენ საკუთარ არჩევანს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
გუშინ სამოქალაქო რეესტრის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმად "ქართული ოცნების" ლიდერმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას უნდა მიმართოს, „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები არ იცველბა, ის იქნება პარტიის ლიდერი, იქნება სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.
სამოქალაქო რეესტრის დასკვნის კომენტირებისას საპარლამენტო უმარვლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დასაშვებლად მიჩანით, მოქალაქეობის მიღებამდე ივანიშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს.




