აშშ-ის ელჩი

მოქალაქეობის საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით უნდა გადაწყდეს

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ჟურნალისტებს "რედისონში" განუცხადა , სადაც ტუბერკულოზის მკურნალობისა და პრევენციის ახალ პროგრამის პრეზენტაციას ესწრება.

"შეერთებული შტატების მთავრობა მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად", -მოჰყავს onlinenews.ge -ს საქართველოში აშშ-ის ელჩის სიტყვები.

გუშინი სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა ივნიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე, მასში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საქართველოს მოქალაქეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების პოცედურას უნდა მიმართოს.

"სამოქალაქო რეესტრის გუშინდელი დასკვნა იმდენად უსუსური და უაზრო იყო, რომ მასზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევ," - აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ბრიფინგზე მან სცადა მოეხდინა განვლილი 6 თვის ერთგვარი პოლიტიკური ანალიზი, ივანიშვილმა თქვა, რომ 4 აპრილს 6 თვე შესრულდა მას შემედგ რაც პოლიტიკაში მისვლის შესახებ ხმამაღლა განაცხადა.

 

კომენტარები