აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: ფარულ ჩანაწერებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია

georgia.usembassy.gov

აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. 

"ამ თემას დიდი დრო ეთმობა ქართულ საზოგადოებაში. ვიცი, რომ ჩართულები არიან არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, მთავრობას ამ მხრივ აქვს პრინციპული და მტკიცე პოზიცია, რომ ეს მასალები უნდა განადგურდეს. შესაძლებელია, საუბარი იყოს იმაზეც, რომ გარკვეული რაოდენობა გამოყენებული იყოს, როგორც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება და ამ პოზიციას ჩვენ ვემხრობით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები