სერბეთი

ბორის ტადიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განაცხადა. ბორის ტადიჩი პრეზიდენის პოსტს პარასკევს, 6 აპრილს დატოვებს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 10 თვით ადრე.

6 მაისს სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, სადაც ბორის ტადიჩი მორიგი ვადით წარადგენს თავის კანდიდატურას. ამავე დღეს ჩატარდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ,,ჩემი პროგრამის ძირითადი პუნქტები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციები ეკონომიკაში.’’- აღნიშნა ბორის ტადიჩმა.

სერბეთში ჩატარებული ბოლო გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების რიცხვი შემცირებულია. მიიჩნევენ რომ მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, არჩევნებში პარტიის შანსებს გააუმჯობესებს. ტადიჩს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ,,სერბიის პროგრესული პარტიის’’ ლიდერი, ტომისლავ ნიკოლიჩი გაუწევს.

 

კომენტარები