ნატო-საქართველო

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება

მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდება.

ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას პრეზიდენტთან ერთად დაესწრებიან : სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი. ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი.

ბრიუსელში გამგზავრებამდე, საგარეო მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ განაცხადა, რომ საქართველო ელის „სერიოზულ სიგნალს“ ნატოსგან ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ფაქტიურად გვაღიარეს  ასპირანტ ქვეყნად, ასეთი ქვეყნები მიიღებენ მკვეთრ სიგნალს, რომელსაც ველით ჩვენც,“ - მოჰყავს apsny.ge-ს თორნიკე გორდაძის სიტყვები.

 

კომენტარები