Sunday Telegraph

ლონდონში აჰმედ ზაკაევზე თავდასხმა მზადდებოდა

ბრიტანულმა „Sunday Telegraph”-მა უშიშროების სამსახურ MI5 -ზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მზადდებოდა თავდასხმა ლონდონში მცხოვრებ, წარსულში მასხადოვის მთავრობის წარმომადგენელზე აჰმედ ზაკაევზე. გამოცემის ინფორმაციით, ზაკაევისთვის საფრთხის სათავედ ჩეჩნეთის ამჟამინდელი მეთაური რამზან კადიროვი გამოიკვეთა, თავდასხმა კი ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელ ჩეჩნეთის მკვიდრს უნდა განეხორციელებინა, რომელსაც MI5 იხსენიებს კოდური სახელწოდებით - Е1. გავრცელებული ცნობებით, ის ყოფილი სამხედროა.

"Sunday Telegraph“- აღნიშნავს, რომ პირს, რომელსაც ზაკაევზე თავდასხმა უნდა განეხორციელებინა, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა უწყებამ უარი უთხრა თაშესაფარზე. ის ამჟამად დაკავებულია. MI5 მიიჩნევს, რომ დაკავებული ატარებდა საფრთხეს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

 ჩეჩნეთის მეთაურის მეთაურის რამზან კადირობის პრესსამსახურში კატეგორიულად უარყვეს კადიროვის მიმართ ბრიტანულ პრესაში გამოთქმული ბრალდება. თავად აჰმად ზაკაევმა კი „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება არა კადიროვისგან, არამედ კრემლისგან.

"ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა - რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივაა, კადიროვი და სხვა „ბატონები“, რომლებიც სხედან ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთ ოპერაციებთან კავშირში არ არიან.“ -განაცხადა ზაკაევმა, რომელსაც ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი 2003 წელს მიანიჭა.

 

კომენტარები