რეიტინგები

NDI-ის კვლევა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგების შესახებ

NDI-ს კვლევის შედეგებს, პოლიტიკური გაერთიანებებისა და ლიდერების რეიტინგების შესახებ, პოლიტიკურ გაერთიანებებში დახურულ ფორმატში გაეცნენ. საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” ინფორმაციით NDI-ის შეკითხვაზე "რომელი პარტია არის თქვენთან ყველაზე ახლოს?" - გამოკითხულთა   პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 41%, მეორე არჩევანი - 2%;

"კოალიცია ქართული ოცნება" - 11%, მეორე არჩევანი - 4%;

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 5%; მეორე არჩევანი - 9%;

"ლეიბორისტული პარტია" - 1%, მეორე არჩევანი - 2%;

"ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?" ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხების შედეგი ასეთია:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს  - 29% დაუჭერდა მხარს, მეორე არჩევანი - 2%;

ბიძინა ივანიშვილს - 12% + 4%;

გიორგი თარგამაძე - 5% + 5%;

შალვა ნათელაშვილი - 1% + 1%;

გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა ის ნაწილი , რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს შემდეგ არჩევანს გააკეთებდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 47% დაუჭერდა მხარს ; მეორე არჩევანი - 2%;

"კოალიცია ქართულ ოცნებას" - 10%; მეორე არჩევანი - 3%;

"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" - 3%; მეორე არჩევანი - 8%;

 რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებთან მიმართებით გამოკითხულთა სიმპათია-ანთიპათიას:

 გიორგი თარგამაძე მოსწონს გამოკითხულთა 54%-ს, არ მოსწონს - 29%-ს;

ინგა გრიგოლია მოსწონს 49%-ს, არ მოსწონს - 30%;

ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%-ს, არ მოსწონს - 31%-ს;

ირაკლი ალასანია მოსწონს 30%-ს, არ მოსწონს - 43%-ს;

გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%-ს, არ მოსწონს - 29%-ს;

 

კომენტარები