რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მამსუროვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელად დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ჩრდილო ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი ცხინვალის რეგიონში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა. შესაბამის ბრძანებულებას მედვედევმა 21 მარტს მოეწერა ხელი. მანამდე, საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში -აფხაზეთში- რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ტკაჩოვს, რომელიც არის უშუალო პასუხისმგებელი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვაზე.

თბილისში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნის ფაქტი დაგმეს. "ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის წარმოდგენაშიც კი არ არის.” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბორცევმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისთვის მინიჭებულ ახალ სტატუსს ”კეთილი ნიშანი” უწოდა. მან თქვა, რომ მამსუროვის დანიშვნა ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ”არ არის შემთხვევითი, რადგან რუსეთში ის სხვებზე უკეთ ფლობს ვითარებას სამხრეთით და იცის რეგიონის პრობლემები”.

 

კომენტარები