კონტროლის პალატა

ბიძინა ივანიშვილი 2.7 მილიონი ლარით დაჯარიმდა

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილი ”უკანონო დაფინანსების” – 272597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის  წინააღმდეგ. საქმე ეხებოდა მისი პირადი ანგარიშიდან კოალიცია „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტს. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 525 ლარს. საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი, იმ პირებთან მიმართებაში , რომელთა პოლიტიკური აქტივობაც დაკავშირებული იყო „ ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან.

კომენტარები