ფასები

საქართველოში ყველა ტიპის ბენზინი გაძვირდა

ნავთობპროდუქტების მსხვილმა რეალიზატორებმა საწვავის ფასი ამ თვეში უკვე მეორედ გაზარდეს. 27 თებერვლის გაძვირების შემდეგ, ფასები საცალო ქსელში 17-19 მარტს 5 თეთრით გაიზარდა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი ბენზინგასამართ სადგურებზე 2.20-2.45 ლარს შორის მერყეობს, რაც შეეხება დიზელს, მისი ღირებულება 2.30 ლარიდან 2.45 ლარამდეა. კომპანიები საწვავის გაძვირებას მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ.

 

კომენტარები