რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

ვაშაძე: რუსული წვრთნების მიზანი საქართველოს ოკუპაციაა

რუსული სამხედრო მანევრების “კავკასია 2012“ მიზანი საქართველოს ოკუპაციაა. „ამ სწავლებაში რუსეთის სამხრეთის შეაიარაღებული ძალების სრული შემადგენმლობა მონაწილეობს, ჩართულია სომხეთიც და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო ეხო მოსკვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რომ რუსული ტელეარხებითაც აჩვენეს ამ სწავლების რუკა, რომელზეც თბილისი ყველა მხირდან ფერადი ისრებითაა მონიშნული. „ეს კი სერიოზული მიზეზია რომ ვინერვიულოთ. სამწუხაროდ, მაშინ ,როცა სიტუაცია უფრო და უფრო უარსედება რეგიონში, მოსკოვს სურს საკუთარი პრობლემები ერთი შეტევით გადაწყვიტოს“- აღნიშნა მინისტრმა. თუნცა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს შეტევა, რა თქმა უნდა, პრობლემებს ვერ გადაჭრის და პირიქით უფრო გაამძაფრებს მათ.

ვაშაძე შეეხო ასევე რუსეთის მცდელობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მიაღწიოს სხვადასხვა ქცეყნის მიერ. „რუსული დიპლომატიის ბოლო გამარჯვება ტუვალუ იყო. არ ვიცი, რა დაუჯდათ ეს გამარჯვება რუს გადასახადის გადამხდელებს. მაგრამ ყველგან, სადაც რუსეთის საელჩო არსებობს და რუსული დელეგაციები ჩადიან, დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს აღიარების საკითხი წარმოადგენს“, - განაცხადა მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, თბილისს აქვს ამგვარ მცდელობებზე რეაგირების „აწყობილი მექანიზმი“ და რუსეთის მცდელობებს უკუშედეგი ჰქონდა. „მსოფლიოს 190 ქვეყნიდან თითქმის ყველამ მშვენივრად იცის საქართველოს პრობლემატიკა, ამიტომაც (რუსეთის) შანსები მცირდება. თუმცა, მცდელობები ისევ გაგრძელდება“, განაცხადა ვაშაძემ. მან რუსეთის ამგვარ პოლიტიკას სამარცხვინო უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო ასევე თბილისის მიერ რუსეთის მოქალაქეთათვის ვიზების ცალმხრივად გაუიქმებას და მოსკოვის რეაქციას. მისი თქმით, საქართველოს ინიციატივა ემსახურება ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის პირობების შექმნას. რუსეთი კი მის მიერვე შემოღებული სავიზო რეჟმის გასაუქმებლად პირობებს აყენებს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, თანაც, მიუთითებს საქართველოს, თუ რა უნდა გაასწოროს საკუთარ კანონმდებლობაში.

„საქართველოში სამასი ათასამდე რუსი ტურისტი ჩამოვიდა. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მის უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნა საქართველოში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ცალმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც თუნდაც მცირედ, მაგრამ მაინც განმუხტავს დაძაბულობას ქვეყნებს შორის. ბატონ ლავროვს კი კვლავც შეუძლია წამოგვიყენოს წინაპირობები, რომლებიც, როგორ სამედიცინო დიაგნოზი, ზუსტად ასახავს რუსეთის მხრიდან სურვილისა და უნარის არქონას, თბილისთან კომპრომისი ან დიალოგის შესაძლებლობა იპოვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები