რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

პუტინმა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლლება და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში. საქართველოს თემას ის ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეეხო და თქვა: ეს ყველაფერი არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების, ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ქართველ ხალხთან. ვიმედოვნებ, რომ გამოსავალს ვიპოვით.“

პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დღეს სხვაგვარი სიტუაცია იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით „სხვანაირად მოიქცეოდა.“

„სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სწორედ მან დაარღვია საკუთარო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ახლა როგორც შეიძლება ამ ხალხთან მოლაპარაკება, ან რაზე უნდა ვილაპარაკოთ?“- აღნიშნა პუტინმა, რომელმაც ახლახან მესამედ გაიმარჯვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.საქართველოზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ თავის დროზე რუსეთმა „ შეასრულა პირობა და არ ჩაერია აჭარის მოვლენებში.“,„ჩვენ არ ჩავერიეთ, შემდეგ, მან (სააკაშვილმა) მითხრა - დიახ, თქვენ პირობა შეასრულეთო, შევთანხმდით, რომ აჭარაში, რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ცენტრი შეიქმნებოდა და სად არის ახლა ეს ყველაფერი?“-იკითხა პუტინმა. მის გამოსვლას ცინიკური უწოდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. თუ პუტინს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, მისთვის და მისი ქვეყნისთვის ამის დამტკიცება ძალიან მარტივია. ეს არის დეოკუპაცია და ასი ათასობით დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნება, - განუცხადა ტყეშელაშვილმა 7 მარტს ჟურნალისტებს.

კომენტარები