ნატო-საქართველო

ნატო და საქართველო კავშირს აფართოებენ

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,  ჯეიმს აპატურაი, ტაბულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახლახან შეათანხმეს ღონისძიებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს ნატოსთან კავშირის გაფართოების სახელით მოიხსენიებენ.

აპატურაის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ მას ექნება სურვილი და ნატოს სტანდარტებთან მოვა შესაბამისობაში. მისი თქმით, ნატოს არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, საქართველო კი, თავის მხრივ, დგამს ნაბიჯებს ნატოსკენ და ისინი სულ უფროდაუფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. „ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რას იტყვიან სხვები“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ ტაბულასთან ინტერვიუში.

 

 

კომენტარები