იუბილე

მარკესი 85

 მარტს გაბრიელ გარსია მარკესს 85 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  გაყიდვაში გამოდის მისი ყველზე  სახელგანთქმული რომანის ,,მარტოობის ასი წელიწადის’’ელექტრონული ვერსია. თავად მწერალი კი მისი ლიტერატურული აგენტის კარმენ ბალსელსის სიტყვებით,   იუბილეს „ცოტა დაღლილი და სევდიანი“ შეხვდა.   მარკესის ლიტერატურული აგენტი კოლუმბიურ რადიო„Caracol“-ს ესაუბრა. „მარტოობის ასი წელიწადის“ ელეტრონული ვერსიის გაყიდვაში გამოსვლასთან დაკავშირებით მან თქვა რომ,  უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული პროექტი ისეთი წარმატებული, როგორსაც მოელიან,“ მაგრამ ეს ამოცანაა“.

„მარტოობის ასი წელიწადი’’ მსოფლიოს 35 ენაზეა ნათარგმნი.  გაყიდულია მისი 30 მილიონი ეგზემპლარი. 

მარკესის ცნობილ ნაწარმოებებს შორის ასევე არის „პოლკოვნიკს არავინ სწერს,“  „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა,“ "პატრიარქის შემოდგომა"  და სხვები.

დიდი კოლუმბიელი მწერალი კარგა ხანია მექსიკაში ცხოვრობს. ბოლო ლიტერატურული ნაწარმოები - ”ჩემი სევდიანი მეძავების გახსენებისას”- მან  2004 წელს  გამოსცა. 1999-ში მარკესს  ექიმებმა კიბოს დიაგმოზი დაუდგინეს.  ცნობილია, რომ  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო წლებში ის  აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ჩამოშორებულია. 2012   გაბრიელ გარსია მარკესისთვის ორმაგად საიუბილეოა, რადგან ზუსტად   30  წელი შესრულდა,  რაც მას  ლიტერატურის დარგში  ნობელის პრემია მიენიჭა. 

 

კომენტარები