ძარცვა

დუბლინის მფარველი წმინდანის გული მოიპარეს

დუბლინის მფარველი წმინდანის, ლორენს ოტულის გული ქრისტეს სახელობის ტაძრის კათედრალიდან მოიპარეს. მძარცველმა მხოლოდ გული წაიღო და  ძვირფასეულობისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ქრისტეს ტაძრის წინამძღვარმა დერმოტ დუნემ განაცხადა, რომ ახალი ამბით ”შოკირებულია”: ”გულს არანაირი ეკონომიკური ღირებულება არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის ის შეუფასებელია”.

პოლიციის განცხადებით ძარცვა პარასკევს ან შაბათს მოხდა. გამომძიებლებმა უკვე დაადგინეს 40 სტუმარი, რომელთაც გული დროის ამ მონაკვეთში ნახეს. თუმცა, პოლიციის განცხადებით, გამორიცხული არ არის მძარცველი წინა ღამით დამალულიყო ტაძარში.

წმინდა ლორენსი ქასთლდერმოტში 1128 წელს დაიბადა. 1162 წელს ის დუბლინის ეპისკოპოსად აკურთხეს. ის 1180 წელს ნორმანდიაში, საფრანგეთში გარდაიცვალა, 1225 წელს კი წმინდანად შერაცხეს.

 

კომენტარები