რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

პუტინმა გამორიცხა უკანდახევა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხში უკან დახევას გამორიცხავს. რუსული მედიის ცნობით, მან ეს მანეჟის მოედანზე საკუთარი მხარდამჭერების აქციაზე ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დაადასტურა. შეკითხვას - „მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგებით, შესაძლებელია, თუ არა შეიცვალოს დამოკიდებულება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან?“ - პუტინმა უპასუხა - „გამორიცხულია, ჩვენ უკან არ დავიხევთ“.

 ვლადიმირ პუტინმა გამარჯვება მანეჟის მოედანზე გუშინ ღამით აღნიშნა, მანამდე სანამ  ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოაცხადება. მან მადლობა გადაუხადა საუთარ მხარდამჭერებს, ვინც მისი თქმით „დიდ რუსეთს“ მისცა ხმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში არ გამოვა „პროვოკაციების ის  სცენარი, რომელიც რუსეთის დაშლას ისახავს მიზნად.“

 

კომენტარები