კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა მოქალაქეებს ურჩევს არ ჩაერთონ უკანონო სქემებში

კონტროლის პალატამ მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ შესაძლოა მოხდეს მათი გამოყენება პოლიტიკური მოსაზრებებით და სთხოვა  მაქსიმალურად აიცილონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობა.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, არის ცალკეული მცდელობები პოლიტიკური მიზნებისთვის მოქალაქეების კორუფციულ სქემებში ჩართვის. სწორედ, მოგელაძემ მოუწოდა მოქალაქეებს არ ჩაერთონ მსგავს უკანონო გარიგებებში.

 როგორც ცნობილია კონტროლის პალატამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა სქემა, როცა ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა. კონტროლის პალატამ მაშინ განაცხადა, რომ სახეზე იყო კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად, შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას. კონტროლის პალატამ მიმართა ”ქართულ ოცნებას” წინადადებით, ”კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა” დებრუნებინა შპს „ქართუ მშენებელის” ანგარიშზე. ”ქართულმა ოცნებამ” კონტროლის პალატის რჩევა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ( 20.000 ლარის ) ათმაგი ოდენობით დაჯარიმა , როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს „ქართუ მშენებელი” და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება.”

 

კომენტარები