პრეზიდენტის ინიციატივა

რუსეთში სააკაშვილის ინიციატივას პროპაგანდისტული უწოდეს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივა - საქართველომ ცალმხრივად თქვას უარი რუსეთთან სავიზო რეჟიმზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ კოსაჩევმა ინიციატივას პროპაგანდისტული აქცია უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ აქციებს კი არ უნდა მიმართოს, არამედ უნდა აღიაროს 2008 წლის აგვისტოში დაშვებული შეცდომები.” მაშინ სწორდ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე,”- აღნიშნა რუსმა დეპუტატმა და დასძინა, რომ ურთიერთობების მოწესრიგებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველომ ”შეწყვიტოს საერთო საბჭოთა ისტორიის გადაწერა და გააფორმოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.”

გუშინ , პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, ოღონდ რუსეთთან, რომელიც აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ცივილურ ნორმებს.

” დაე , ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ მისთვის საქართველო ისევე მიმზიდველია ბიზნესის წარმოებისთვის, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის.”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, როცა გამოვიდა ინიციატივით საქართველომ ცალმხრივად უარი თქვას რუსეთთან სავიზო რეჟიმზე. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პრეზიდენტის ინიციატივას  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. "დაე, რუსებმა ნახონ, როგორ შეიძლება, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ძალიან მოკლე ხანში განვითარდეს და რამხელა პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ 7-8 წელიწადში." - აღნიშნა მან.

 

კომენტარები