თავისუფალი ვაჭრობა

თბილისს ევროკომისარი კარელ დე გუხტი ესტუმრება

28 თებერვალს თბილისს ეწვევა ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტი. ვიზიტის მიზანია საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. კარელ დე გუხტი საქართველოს მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ ესტუმრება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ დე გუხტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

” თავისუფალი სავაჭრო სივრცე მთავარი მექანიზმი იქნება ევროკავშირთან მოლდოვას და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის,”- აცხადებს ევროკომისარი და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები სწრაფად განვითარდება.

 საქართველოსთან და მოლდოვასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა გასული წლის ბოლოს მიიღო.

 

კომენტარები