ძიუდო

პირველობა მსოფლიო თასზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა პრაღაში გამართულ მსოფლიო თასზე. ჩეხეთის დედაქალაქში ჩვენმა გუნდმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილი დაიკავა.

66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, 16 წლის ბექა ღვინიაშვილმა კი, რომელმაც შარშან ჭაბუკთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ასევე ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალი მოიგო, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ ფინალი წააგო. +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა.

პრაღის მსოფლიო თასზე 74 ქვეყნის ნაკრებმა იასპარეზა.

 

კომენტარები