2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის წარმოებაში ბარაკ ობამას ჰოლივუდის მსახიობებიც დაეხმარებიან. ობამას საარჩევნო შტაბში, რომელიც 35 მხარდამჭერითაა დაკომპლექტებული, ლათინოამერიკული წარმოშობის ვარსკვლავები: ევა ლონგორია და კალ პენიც ირიცხებიან. ამერიკული სერიალების - ”სასოწარკვეთილი დიასახლისებისა“ და „Harold and Kumar„-ის მსახიობები აშშ-ს დემოკრატიული პარტიის იდეებს დიდი ხანია იზიარებენ, ისინი ბარაკ ობამას მხარს 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც უჭერდნენ. აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის მანძილზე ლონგორია თეთრი სახლის საზოგადოებრივი ჩართულობის ოფისსაც ხელმძღვანელობდა.
tbl.ge/bpw
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა
- აშშ-ში B-52 ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 8 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა
- პენტაგონის ნაწილი "ჰაერის ხარისხის პრობლემის გამო" ჩაიკეტა, მიმდინარეობს ევაკუაცია
- აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
- მსროლელმა თეთრ სახლთან საიდუმლო სამსახურის აგენტებს ცეცხლი გაუხსნა, თავდამსხმელი მოკლულია




