British Awards

“Brit Awards”-ის ტრიუმფატორი ადელი გახდა

ლონდონში წლის საუკეთესო პოპ შემსრულებლები გამოავლინეს, “Brit Awards”-ის ტრიუმფატორი ადელი გახდა, რომელმაც გასულ კვირას „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.

გუშინ კი ბრიტანელმა მომღერალმა საუკეთესო ალბომის და ქალი შემსრულებლის წოდება დაიმსახურა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც London's O2 arena-ზე გაიმართა ადელმა „Rolling in the Deep“ შეასრულა.

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცის ნომინაციაში ედ შირანმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო ჯგუფის წოდება Coldplay-მ დაიმსახურა.

წლის საუკეთესო უცხოელი შემსრულებელი მამაკაცის ნომინაციაში ბრუნო მარსმა, ხოლო ქალბატონებს შორის რიანამ მოიპოვა ჯილდო, საუკეთესო ჯგუფად კი Foo Fighters დასახელდა.

 

კომენტარები