ირანის ბირთვული პროგრამა

გაეროს ინსპექტორები ირანში ჩავიდნენ

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანში ჩავიდნენ,  მათ იქ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები უნდა აწაეროონ.  დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰერმან ნაკერცმა ვიზიტის  უმთავრეს მიზნად დაასახელა  ირანის ბირთვული  პროგრამის შესაძლო ”სამხედრო  განზომილების” დადგენა. ირანის ხელისუფლება კი  ირწმუნება , რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ატარებს.

აშშ-ის სამხედრო ძალების გაერთიანებული კომიტეტის შტაბის ხელმძღვანელმა  და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელი  გააფრთხილეს თავი შეიკავოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის გეგმების რეალიზაციისაგან. მათი განცხადებით, ჯერ აუცილებელია თეირანზე საერთაშორისო სანქციების ეფექტის შეფასება.

კომენტარები