ძიუდო

ძიუდო: ცირეკიძის დისკვალიფიკაცია

პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგის გამოყენების გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი 19 იანვარს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აღებულ სინჯში აღმოუჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია 19 იანვრიდან ჩაითვლება, ანუ, ცირეკიძეს 19 აპრილიდან ხალიჩაზე გასვლა შეეძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, ლონდონში, ოლიმპიურ თამაშებზე მისი ასპარეზობის შანსი მცირდება: ქართველ ძიუდოკას ამ პერიოდში მოპოვებული ყველა სალიცენზიო ქულა გაუნულდება.

კომენტარები