ძარცვა

ანტიკური ოლიმპიას მუზეუმი გაძარცვეს

დღეს შეიარაღებულმა მძარცველებმა ანტიკური ოლიმპიას მუზეუმიდან ათობით არტეფაქტი მოიპარეს.

ადგილობრივი მერის, ტიმიოს კოციასის გაცხადებით ორმა ნიღბიანმა ადამიანმა, დაცვის განეიტრალების შემდეგ შუშა ჩაამსხვრია და ”დაუთვლელი” ღირებულების ნივთები მოიპარა.

ინფორმაციის თანახმად ქურდებმა დაახლოებით 60 ნივთი მოიპარეს, უმეტესობა ბრინჯაოსა და თიხის ნაკეთობა.

საბერძნეთში BBC-ის წარმომადგენლის მარკ ლოურენის განცხადებით მუზეუმში ანტიკური ოლიმპიას უმნიშვნელოვანესი საგანძური ინახება.

კომენტარები