ჰონდურასი

კომაიაგუას ციხეში ხანძარმა 270-ზე მეტი პატიმარი შეიწირა

ჰონდურასში, კომაიაგუას ციხეში 14 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად,  272 პატიმარი დაიღუპა. ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, რომ მიზეზი ელექტროგაყვანილობის  დეფექტი გახდაб თუმცა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ციხეში ხანძარი ბუნტის შემდეგ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ერთ საათზე მეტი დასჭირდა.

სახანძროს სპიკერის განცხადებით, ციხეში ,,საზარელი“ სურათი დახვდათ, დახოცილთა უმეტესობა  გაგუდული იყო.

რამდენიმე დაშავებული და დამწვარი  ადილობრივ და ცენტალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  ვარაუდობენ, რომ ზოგიერთმა პატიმარმა თავს გაქცევით უშველა, რომ მათ ციხის სახურავი გაარღვიეს და შენობის დატოვება მოახერხეს.

აღნიშნული საპატიმრო დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.მასში 800-მდე პატიმარი იყო მოთავსებული.

 

კომენტარები