რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედვედევის მუქარას პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაძლიერებულ სამხედრო ბაზებს ”განუზომელი ზიანის” მიყენება შეუძლია ნებისმიერი აგრესორისთვის. მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოშიც კარგად ესმით.

” სამხედრო ბაზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ მძლავრად შეუძლიათ ორი პატარა სახელმწიფოს დაცვაც და რუსეთის ინტერესების დაცვაც. აქ არის სხვადასხვა ტიპის იარაღი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია განუზომელი ზიანის მიყენება აგრესორისთვის.” - განმარტა მედვედევმა. მან თქვა, ისიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მილიტარიზაცია არ შემწყდარა და დასძინა:” ომიდან მალევე ( ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ხაზით, ზოგიერთი მათგანი ჩვენი ახლო მეზობელია) ქვეყნები სხვადასხვა იარაღის მიწოდებას განაგრძობდნენ.”

რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ რუსეთს ამ პროცესის აკრძალვა არ შეუძლია. ”რამდენიმე სახელმწიფო მეთაურთან მე ამ საკითხზე ღიად მისაუბრია, ”რას აკეთებთ?, ეს სახიფათოა” , თუმცა ბოლომდე ამის აკრძალვა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ეს საკითხი სამომავლო პოლიტიკაში უნდა გავითვალისწინოთ, არავითარი სისუტე არ არსებობს, არც იეჭვოთ”- აღნიშნა მან. საპასუხოდ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველოს მხარე მაქსიმალურად მოახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას , მოსკოვის აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით.

”დამეთანხმებით რომ მუქარის გარდა სხვა ტონალობის განცხადება ბოლო წლებში ჩვენ არ მოგვისმენია მოსკოვის მხრიდან და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების და საერთაშორისო საზოგადოების იმ აგრესიული როტირიკის შესახებ, რომელიც მუდმივად ისმის მოსკოვიდან", - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები