რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობებზე

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საკუთარ მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის  მომხრეა . ”მიმაჩნია, რომ ჩვენს მეზობელთან ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში ეს ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ, აღვადგინოთ,”- თვა მან. 

მანამდე, იანვრის მიწურულს,  მედვედევმა  საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი წამოწია . აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები და დასძინა: ”მაგრამ, არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისაც არასდროს გავუწვდი ხელს , მას არასდროს შევხვდები. ”

ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წლის აკრძალვის თემაზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა . მან განმარტა, რომ არ არსებობს პოლიტიკური მოტივები ქართული ღვინისა და ბორჯომის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების წინააღმდეგ , რომ ყველაფერი ქართული პროდუქციის ხარისხზეა დამოკიდებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დღეს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის,  სწორედ,  პოლიტიკური მიზეზებით აკრძალვის აღიარება იყო. ”თუ ქართული პროდუქცია შევა რუსეთის  ბაზარზე და თუ  ქართული ბიზნესი იქ განაახლებს  საქმიანობას, ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ."- განაცხადა ვაშაკიძემ.

 

 

კომენტარები